16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს, ველისციხის ინციდენტიში მონაწილე ორ აქტივისტს, გოჩა მაისურაძეს და მამუკა უსინაშვილს ბრალი უკვე წარუდგინეს. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება მათი სასამართლო.
ამ წუთებში ბრალს უკითხავენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელს, ვალერი მუსაევს, რომელიც ასევე დაკავებულია.
გოჩა მაისურაძე და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავება. ორივე მათგანი პოლიციამ 18 დეკემბერს დააკავა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.
20 დეკემბერს გურჯაანის სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანების გამო დავით კირკიტაძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
