LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველისციხის ინციდენტზე დაკავებული ბრალდებულები მოსამართლემ გაათავისუფლა

110
pjimage-4 (1)

ველისციხის ინციდენტის დროს დაკავებული სამივე ბრალდებული მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა. მოსამართლემ სამივე მათგანს 3 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

გურჯაანის რაიონულ სასამართლოში პროცესზე ადვოკატებმა ყველა მტკიცებულება უდავოდ ცნეს, ამიტომ მოსამართლე დავით ნარიმანიშვილმა მათ მიმართ ნაკლებად მკაცრი სასჯელი გამოიყენა.

გოჩა მაისურაძეს, თენგიზ ჯანიაშვილს და მამუკა უსინაშვილს გამოძიება ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას ედავებოდა. ორივე მათგანი პოლიციამ 2018 წლის 18 დეკემბერს დააკავა. გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო.

2019 წლის 26 ივლისს მორიგი სასამართლო პროცესი 12:00 საათზე ჩაინიშნა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები