LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სასამართლომ გიორგი ვაშაძეს 3 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა

vashadze

გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ ნიკა მელია ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო, გიორგი ვაშაძეს 3 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის გადახდა დააკისრა.

პროცესი გურჯაანის რაიონულ სასამართლოში დღეს გაიმართა. მოსამართლე დევი დევიძემ აღნიშნა, რომ ვაშაძის შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ასახავდა მის ბრალეულობას, სადაც ის პოლიციელს შერაცხყოფას აყენებს.

დაცვის მხარემ უტყუარი მტკიცებულებების და დანაშაულის ნიშნების არარსებობის გამო, საქმის წარმოების შეწყვეტა მოითხოვა ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ამ ნაწილში დაცვის მხარის პოზიცია მოსამართლემ გაიზიარა და ნიკა მელია ადამინისტრაციულ სამართალდამრღვევად არ ცნო.

პროცესს არ ესწრებოდნენ ნიკა მელია და გიორგი ვაშაძე.

ბრალდების მხარე ოპოზიციონერებს სოფელ ველისციხესთან მომხდარი ინციდენტის დროს პოლიციელების დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები