სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის, ბაჩა მგელაძის ინფორმაციით, ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე.
სუს-ის განცხადებით, გამოძიების ფარგლებში, უწყებაში დაიბარეს ნიკა გვარამია.
გამოკითხვის დასრულების შემდეგ “მთავარი არხის” გენერალურმა დირექტორმა განაცხადა, რომ დეტალებში ვერაფერს იტყვის და უბრალოდ, დაცვის ღონისძიებებზე ისაუბრეს.
გვარამია აღნიშნულ საკითხს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:
“კონტრტერორისტულმა დეპარტამენტმა რისი თქმაც ამიკრძალა მედიასთან, გამოვიდა და თვითონ მოყვა. არც მახსოვს, როდისმე განცხადება გაეკეთებინოთ ჯერ, მით უფრო, ასე მყისიერად. იმედი კი გამოვთქვი, წინასაარჩევნო ტრიუკი არ არის-მეთქი, მაგრამ იმედი გადამეწურა.
ველოდები აღიარებებს, როგორ მკლავდა სააკაშვილი. მეორე ვარიანტია, “ფორმულას” ამბავი, რომელიც ჩვენი ინფორმაციით, უკვე დააყადაღეს, უნდა გადაიფაროს დამზაფვრელი სკანდალით.” – წერს გვარამია “ფეისბუქში”.
შეგახსენებთ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ცენტრში მიმდინარეობს გამოძიება ნიკა გვარამიას განზრახ შეკვეთილი მკვლელობის მომზადების ფაქტზე.