LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ველოდები დაძაბულობას სხვადასხვა ოლქებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის მაღალი კონკურენცია”-რა მოლოდინი აქვს ეკა გიგაურს არჩევნების დღეს

78
45071908-1932324800149037-2683679593004531712-o

არასამთავრობო ორგანიზაცია “გამჭვირვალობა საქართველოს” ხელმძღვანელი არ გამორიცავს, რომ ქვეყნის მასშტაბით რამდენიმე ოლქში ხვალ სიტუაცია დაიძაბოს.
ეკა გიგაურის თქმით, წინა წლების გამოცდილებაც აჩვენებს, რომ განსაკუთრებით იძაბება ვითარება იქ, სადაც კონკურენცია მაღალია.

“გამჭვირვალობა საქართველოს” დირექტორი მოუწოდებს ყველა მხარეს სიმშვიდისკენ, რათა არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდეს.

“ველოდები დაძაბულობას სხვადასხვა ოლქებში, განსაკუთრებით იქ, სადაც არის მაღალი კონკურენცია. მინდა ვუთხრა ყველას, რომ ეს არ წაადგება არავის – არც ერთ პარტიას, არც ჩვენს ქვეყანას და არც ამომრჩეველს, ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამომრჩევლებს მოვუწოდოთ არ აყვნენ არანაირ პროვოკაციას. მოვუწოდებ ყველამ მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა და თავისი მოსაზრება დააფიქსიროს,”-განაცხადა ეკა გიგაურმა რადიო “ფორტუნას” ეთერში გადაცემა “რეალურ დროში”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g