LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ველოდები, რომ ასეთი განცხადების მერე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზა იქნება უფრო გამარტივებული – ხვიჩია აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე

78
EVROKAVSH[IRI

ველოდები, რომ ასეთი განცხადების მერე, საქართველოს მოქალაქეებისთვის ამერიკის ვიზა იქნება უფრო გამარტივებული, რადგან მათთვის ცხადია, რა პირობებში გვიწევს ცხოვრება საქართველოს მოსახლეობას, – ასე ეხმიანება „გირჩის” დეპუტატი იაგო ხვიჩია ჟურნალისტებთან აშშ- ის საელჩოს განცხადებას მოსამართლეთა დანიშვნის თაობაზე.

19 აპრილის შეთანხმების მიუხედავად, უზენაეს სასამართლოში 6 მოსამართლის დანიშვნა უაღრესად გულდასაწყვეტია: აშშ-ს საელჩო საქართველოში

ის ასევე გამოეხმაურა ევროკავშირის ქვეყნების ელჩების განცხადებას 5 ივლისთან დაკავშირებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ეს არის „ყვითელი ბარათი“ ხელისუფლებისთვის.

„მე არ ვიცი ამ ნათქვამში უნდა წავიკითხოთ თუ არა ის, რომ ვინმე უნდა გადადგეს თუ სხვა რამე უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის „ყვითელი ბარათის“ ჩვენება ხელისუფლებისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მოგიწოდებთ, დაუყოვნებლივ მიიღოთ პოლიტიკური და სამართლებრივი ზომები: ევროკავშირის ქვეყნების მისიების ხელმძღვანელები 5 ივლისზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g