“რიონის ხეობის მცველები” პროტესტის 176-ე დღეს, ნამოხვანვანში კვლავ აქციით განაგრძობენ. სამოქალაქო აქტივისტების განცხადებით, ისინი თავიანთ მოთხოვნებზე ხელისუფლებისგან პასუხს ელოდებიან და ამბობენ, რომ სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, გაგრძელდება თუ არა დიალოგი.
“ველოდებით ჩვენი პირობების შესრულებას. თუ ეს ყველაფერი გონივრული ლოდინის რეჟიმს გასცდა, საკითხს კიდევ ერთხელ კატეგორიულად დავსვამთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩავთვლით, რომ ისინი არ გამოდიან კომუნიკაციაზე ჩვენთან და წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით. პირობების შესრულების შემთხვევაში, საუბრის დღის წესრიგი დაიგეგმება,”- განაცხადა “რიონის ხეობის მცველმა” და ნამოხვანჰესის აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.