„ჩვენ ველოდებით, რომ ერთი კვირის თავზე ევროპული საბჭო და წევრი სახელმწიფოები თავად დააფიქსირებენ აზრს იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გავრცელდება“, – ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა გააკეთა.
მისივე განმარტებით, მოსაზრებები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაზე ყველა წევრ სახელმწიფოს შორის იქნება განხილული.
„მე არ შემიძლია გითხრათ, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია დასკვნას, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ მასზე, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ხვალ დასკვნა აუცილებლად გასაჯაროვდება. მოსაზრებები, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაზე განხილული იქნება ყველა წევრ სახელმწიფოს შორის. ჩვენ ველოდებით, რომ ერთი კვირის თავზე ევროპული საბჭო და წევრი სახელმწიფოები თავად დააფიქსირებენ აზრს იმ დასკვნაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გავრცელდება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.