LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ველოდებით, რომ კალაძე მოვა, არ შეუშინდება კითხვებს“ – ოპოზიცია საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევას ითხოვს და მერს იბარებს

39
ოპოზიცია

ოპოზიცია რიგგარეშე საკრებულოს სხდომის მოწვევას ითხოვს. 5 პარტიის წევრები და დამოუკიდებელი დეპუტატები ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით დედაქალაქის მერ კახა კალაძეს უწყებაში იბარებენ.

აღნიშნულის საკრებულოს ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.

„სამარცხვინოა ყველა თანამდებობის პირი, რომელიც ტრაგედიის შემდგომ არსებულ კითხვებს გაურბის და იმისათვის, რომ გაექცეს კითხვებს, არღვევს კანონს. პოლიციის კორდონის თანხლებით ატარებს თბილისის მთავრობის სხდომას და ამ ფორმითაც არღვევს კანონს, თუმცა ჩვენ უნდა ვიყოთ პირნათელი თბილისელების წინაშე და დავსვათ კითხვები, რომლებიც არსებობს.

დავსვათ კითხვები უსაფრთხოებაზე, კორუფციაზე და ზუსტად ამიტომ, თბილისის საკრებულოს ოპოზიციის სრული შემადგენლობა, ყველა ოპოზიციური პარტია, 5 ოპოზიციური პარტია, რომელიც წარმოდგენილია თბილისის საკრებულოში და დამოუკიდებელი დეპუტატები, კიდევ ერთხელ, ვითხოვთ რიგგარეშე სხდომის მოწვევას, რომელიც გაიმართება 31 ოქტომბერს, 11 საათზე და ველოდებით, რომ ბატონი კალაძე მოვა, არ შეუშინდება კითხვებს, რომლებიც არსებობს და გაგვცემს პასუხებს.“– განაცხადა „ლელოს“ წარმომადგენელმა საბა ბუაძემ.

კალაძე ჟურნალისტს: საერთოდ არ გაინტერესებთ, რა მოხდა, არ გაინტერესებთ ოჯახის უბედურება და გარდაცვლილი ახალგაზრდა, გაქვთ დღის წესრიგი – როგორმე კალაძე გადადგეს, აჯანჯღაროთ ქვეყანა

შეგახსენებთ, 13 ოქტომბერს, ვაკის პარკის შადრევანში ჩავარდნილი ბურთის ამოსატანად სამი მოზარდი ჩავიდა, რომელთაც დენმა დაარტყა. ერთ-ერთი მათგანი, 13 წლის მარიტა მეფარიშვილი კლინიკაში გარდაიცვალა.

„მარიტამ დაგვანახა, რომ სისტემა არ მუშაობს… არც გვიყვარს – რაც მთავარია, საზოგადოებაში მოთხოვნილებაც კი არ გვაქვს“ – რა პრევენციულ მექანიზმებზე საუბრობს იურისტი ლევან ალაფიშვილი ვაკის პარკში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ

ამ დროისთვის, მომხდართან დაკავშირებით დაკავებულია 9 პირი.

„მოვითხოვთ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას გირაოს სახით“ – მერიის დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი

ადვოკატი: გაოგნებულია, გაუკვირდა დაკავების ამბავი – ლაშა ფურცხვანიძე დგას მყარად, როგორც მართალი ადამიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g