სპილოს ძვლის, მაიმუნის ეშვის, მარტორქის რქის და სხვა გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების იმპორტ-ექსპორტი აიკრძალება.
საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით ცვლილებები შედის „ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“, რომლის მიხედვითაც კანონდამრღვევები 1000-დან 2000 ლარამდე თანხით დაჯარიმდებიან პირები, რომლებიც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობების ექსპორტ-იმპორტს და რეექსპორტს შეეცდებიან.
როგორც „ფორტუნას“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურიდიული სამსაურის უფროსმა არჩილ ადამიამ განუცხადა, მსგავსი შემთხვევის დაფიქსირების შემთხვევაში აქამდე საბაჟო დეპარტამენტი აკრძალულ სახეობებს უკან აბრუნებდა.
„ცვლილების შემდეგ ჩვენი კანონმდებლობა სრულ შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო კონვენციასთან, რომელიც გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ წესებს არეგულირებს,“- განაცხადა ადამიამ.
„ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში“ ცვლილებების პროექტს პარლამენტი განიხილავს.