LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვემზადებით ნებისმიერი სცენარისთვის.. ჩერნობილის კატასტროფა ყვავილები იქნება იმასთან შედარებით, რაც შეიძლება ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე მოხდეს“ – უკრაინული მხარე

214
Untitled design (4)

“შესაძლებელია, რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის აფეთქება გადაწყვიტონ”, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსეი დანილოვი აცხადებს.

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს არ გამოვრიცხავთ: რუსეთის ელჩი გაეროში

როგორც დანილოვი აღნიშნავს, ბირთვული კატასტროფის საფრთხის მოგვარების ერთადერთი გზა არის, რუსეთს ყველა მოსთხოვოს, მისმა ჯარებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვონ.

“ელექტროსადგური დაიკავეს შეიარაღებულმა ტერორისტებმა, მათ იმ ტერიტორიაზე ტექნიკა მიიყვანეს…

და ღმერთმა არ ქნას, იქ რაღაც ბირთვული კატასტროფა მოხდეს, მაშინ შემიძლია ვთქვა, რომ ის, რაც ჩერნობილში მოხდა, არის ყვავილები, ვიდრე ის, რაც შეიძლება მოხდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე… იმიტომ, რომ ეს არის ყველაზე დიდი ატომური ელექტროსადგური ევროპაში.

ახლა მთელმა მსოფლიომ უნდა მოსთხოვოს რუს დამპყრობლებს სადგურის ტერიტორიის დატოვება და ის უკრაინის კონტროლის ქვეშ უნდა მოექცეს“, – თქვა დანილოვმა.

ატომური კატასტროფის გაზრდილ რისკებზე საუბრობს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრიც და ამბობს, რომ უკრაინის შესაბამისი სამსახურები ნებისმიერი სცენარისთვის ემზადებიან:

„ამჟამად, სრული პასუხისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არ არსებობს ადეკვატური კონტროლი ზაპორიჟიეს ატომური ელექტროსადგურის მოქმედებებზე. დღეს ის რეალურად არა მხოლოდ მტრის, არამედ უვიცი სპეციალისტების ხელშია, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ ტრაგედიის დაშვება. იმ უკრაინელი სპეციალისტებს, რომლებიც იქ დარჩნენ, ნაწილობრივ არ უშვებენ იმ ადგილებში, სადაც უნდა იყვნენ. მოგეხსენებათ, დღეს სადგურის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა და ეს ყველაფერი საფრთხის უმაღლეს დონეზეა შეფასებული…

ეს არის ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელსაც აქვს ექვსი ელექტროსადგური. ძნელი წარმოსადგენია რა მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მოხდეს, თუ რუსები იქ დარჩებიან. სადგურის ბოლო დაბომბვის შემდეგ ჩვენ დავრწმუნდით, რომ მათთვის შემაკავებელი საშუალებები არ არსებობს. ისინი მზად არიან ნებისმიერი ქმედებისთვის, მიუხედავად შედეგებისა“, – თქვა დენის მონასტირსკიმ.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები