LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს არ გამოვრიცხავთ: რუსეთის ელჩი გაეროში

66
ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური 22

გაერო-ს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შესახებ გაკეთებული განცხადების საპასუხოდ, რუსეთის ელჩი გაეროში ვასილი ნებენზია აცხადებს, რომ „ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დემილიტარიზაციის შემთხვევაში პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს არ გამოვრიცხავთ“.

ვასილი ნებენზიას თქმით, გაერო-ს ხელმძღვანელმა უნდა განმარტოს, რას გულისხმობს „დემილიტარიზაციის პერიმეტრში“. მისი განმარტებით, „არავინ იცის, რა იქნება მათი მიზნები და ამოცანები“.

„არ გამოვრიცხავთ პროვოკაციებსა და ტერორისტულ თავდასხმებს ელექტროსადგურზე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ“, – აღნიშნა მან.

აშშ მხარს უჭერს მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის გარშემო დემილიტარიზებული ზონის შექმნის შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g