LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენა შშმ პირებისთვის ყველაზე კომფორტული ქალაქია

111
9081102_content-image--full_max

ვენა ყველაზე კომფორტული ევროპული ქალაქი აღმოჩნდა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებისთვის და ევროკავშირის ყოველწლიური პრემიის Access City Award-ის მთავარი პრიზი მიიღო.

ავსტრიის დედაქალაქი გახდა მეორე ქალაქი ქვეყანაში, რომელმაც ეს პრემია მიიღო. წინა ლაურეატი 2012 წელს ზალცბურგი იყო.

ვენა ზრუნავს, რომ შშმ პირებმა ქალაქში გადაადგილება მარტივად შეძლონ: მეტროს ყველა სადგური და ავტობუსისა და ტრამვაის გაჩერებების 95% ისეა აღჭურვილი, რომ მობილობის პრობლემის მქონე მოქალაქეებს დაბრკოლება არ შეუქმნას.

ვენის საქალაქო მუზეუმს ექსკურსიები აქვს ჟესტების ენაზე, ხოლო ყველა ექსპონატს ბრაილის შრიფტით აღწერილობა აქვს დატანილი. გარდა ამისა, უსინათლო სტუმრებს ხელოვნების ნიმუშების ასლებს სთავაზობენ, რათა მათი შეცნობა ტაქტილური კონტაქტით შეძლონ.

ქალაქში შშმ პირების ინტერესები დაგეგმარების ყველა ეტაპზეა გათვალისწინებული – ძველი შენობების განახლებით დაწყებული ახლების პროექტირებით დამთავრებული. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ასპექტია მოქალაქეთა ჩართულობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები