LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვენეციის კომისიას „ქართული ოცნება“ ეკითხება, ხომ ნამდვილად არაჩვეულებრივი ოთხი ტალღა გვქონდა სასამართლოშიო და ვენეციის კომისიამ უპასუხა – აქ თქვენი გოიმი არავინ არისო“ – ალეკო ელისაშვილი

124
Untitled-design-2023-04-20T151958.826

„ვენეციის კომისიას „ქართული ოცნება“ ეკითხება, ხომ ნამდვილად არაჩვეულებრივი ოთხი ტალღა გვქონდა სასამართლოშიო და ვენეციის კომისიამ, ყველასთვის გასაგები რომ იყოს, ასე უპასუხა – აქ თქვენი გოიმი არავინ არისო,“– ამის შესახებ ჟურნალისტებთან „მოქალაქეების“ დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს რეფორმაზე ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.

„ვენეციის კომისიამ უპასუხა, ამ თქვენი რეფორმებით არავინ გოიმდება და სინამდვილეში თუ გინდათ სასამართლო რაღაცას ჰგავდეს, უნდა გააკეთოთ „ეს, ეს, ესო“. ხოლო მურუსიძის სასამართლოში არავის სჯერა რეფორმების ოთხი ტალღისო.

რაც ვიცით, ყველა ხმამაღლა ვსაუბრობთ და რაზეც „ქართული ოცნება“ თავს იკატუნებს, ეს გვითხრა ვენეციის კომისიამ.

თუ გვინდა რეალურად დამოუკიდებელი სასამართლო კენჭისყრები იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრებთან დაკავშირებით ისე არ უნდა ხდებოდეს, როგორც ბოლოს მოხდა.

ადეკვატური რეფორმები უნდა გავატაროთ, რაც დაწერილია კიდეც,“– აღნიშნა ელისაშვილმა.

ვენეციის კომისიამ საქართველოს სასამართლო რეფორმაზე დასკვნა გამოაქვეყნა – რა წერია დოკუმენტში და როგორია რეკომენდაციები 

კალაძე: „საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსს, თუმცა, სამწუხაროდ, ეს იყო პოლიტიკური, არასამართლიანი გადაწყვეტილება“

mazda magti 5g