LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვენეციის კომისიის წევრი – არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს – სამართლიან არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას

116
Capture

„არა კონკრეტულ წესებში პატარა ცვლილების, არამედ მთლიანი რეფორმების ნახვა გვსურს, რომლებიც შექმნიან შედეგს – სამართლიანი არჩევნებსა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას“, – ამის შესახებ ვენეციის კომისიის წევრმა ეირიკ ჰოლმოვიკმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა და აღნიშნა, რომ მართლმსაჯულების რეფორმა, საარჩევნო რეფორმასთან ერთად უმნიშვნელოვანესია.

„კომენტარს გავაკეთებ იმაზე, თუ რას ვგულისხმობთ რეფორმებში. წინა რეკომენდაციებში, როდესაც სასამართლო სისტემასა და საარჩევნო სისტემაზე ვსაუბრობთ, ვახსენებთ, რომ მთლიანი რეფორმის ნახვა გვსურს. და ამაში ვგულისხმობთ არა პატარა ცვლილებებს კონკრეტულ წესებში, არამედ გვსურს, რომ საქართველოს ოფიციალურმა პირებმა, უმრავლესობამ და ოპოზიციამ, მთლიან სისტემას შეხედონ. ვინაიდან ეს კანონები ბევრ ელემენტს შეიცავენ, ერთად არის შეკრული, რათა შექმნან შედეგი – სამართლიანი არჩევნები, დამოუკიდებელი სასამართლო სისტემა.

ასე რომ, ასეთი დიდი მასშტაბის მთლიანი რეფორმები გვსურს, როგორც წინა მოსაზრებებში ვახსენებთ, და ეს ასევეა ის, თუ რის რეკომენდაციასაც გავცემთ სასამართლო სისტემასა და არჩევნებზე ამ მოსაზრებებში”, – განაცხადა ჰოლმოვიკმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები