ვენეცია ზღაპრულ კარნავალს მასპინძლობს. ულამაზესი შოუ, ასობით აკრობატი, ბევრი ფერი და დაუვიწყარი მუსიკა – ეს მხოლოდ ნაწილია იმ გრანდიოზული პროგრამის, რომლის სანახავადაც იტალიას ათასობით ვიზიტორი აკითხავს.
კარნავალი სათავეს ჯერ კიდევ მე-18 საუკუნიდან იღებს და ტრადიციებთან შერწყმული თანამედროვეობა წყლის შოუს კიდევ უფრო დაუვიწყარს ხდის. რაც ყველაზე საინტერესოა, ულამაზესი სამოსისა და ნიღბების ტარება ყველა სტუმარს შეუძლია – ეს მათ ზღაპრის ნაწილად აქცევს.
აღსანიშნავია, რომ კარნავალზე დასასწრები ბილეთის ფასი 115 ევროდან იწყება.