54 წლის ვენსან კასელი და მისი 23 წლის მეუღლე ტინა კუნაკი გამოსაზამთრებლად ბრაზილიაში იმყოფებიან. გასულ თვეს წყვილმა თავიანთი ქალიშვილი, 2 წლის ამაზონი პირველად გამოაჩინა. ცოტა ხნის წინ ვენსანმა სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მეუღლესთან გადაღებული ფოტო გაავრცელა, როგორც ჩანს წყვილი დროს არაჩვეულებრივად ატარებს.
„ახალ წელს გილოცავთ“ – ამ ფოტოთი მიულოცა ვენსან კასელმა მსოფლიოს 2021 წელი
ამჯერად ისინი რიო-დე-ჟანეიროს ქუჩებში სეირნობისას დააფიქსირეს. შთამბეჭდავი იყო ვენსანისა და ტინას ჩაცმულობა. მოდელს თეთრი პერანგი და მოკლე შორტი ეცვა, ვენსანს კი მწვანე შორტი და ჭრელი პერანგი ამშვენებდა, რომელიც შეხსნილი ჰქონდა.
როგორც ჩანს, ვარსკვლავურმა წყვილმა 2 წლის ქალიშვილი ძიძას დაუტოვა, თავად კი განსატვირთად გაემართა.
„წყვილი, რომელიც სიყვარულის არსებობაში გვარწმუნებს“, – ასე აფასებს დასავლური მედია კასელი-კუნაკის წყვილს.