როგორც ცნობილია, კასელი-კუნაკის ოჯახი გამოსაზამთრებლად ბრაზილიაში გაემგზავრა და არდადეგები იქ გაატარა. გასულ თვეს წყვილმა თავიანთი ქალიშვილი, 2 წლის ამაზონი პირველად გამოაჩინეს. აღსანიშნავია, რომ მათ თან მონიკა ბელუჩისა და ვენსან კასელის უმცროსი ქალიშვილიც ახლავთ.
როგორც ჩანს, ყველასათვის საყვარელი წყვილი ბრაზილიაში დაუვიწყარ დროს ატარებს. ცოტა ხნის წინ 54 წლის ვენსანმა „ინსტაგრამაზე“ ფოტოები გაავრცელა. ერთ-ერთ ფოტოში ის თავის 23 წლის მეუღლეს ტინას კბილებით ბიკინის თასმებს უხსნის.
„ახალ წელს გილოცავთ“,– სწორედ ამ ფოტოთი მიულოცა ვენსან კასელმა მსოფლიოს 2021 წელი.