LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერ იტანენ ქართველები თუ მათზე კარგად ხარ, ან იმდენად განვითარდი რომ უცხო მიწაზე შენი საყვარელი საქმე, ფული და კარგი ცხოვრება გაქვს… ჯერ გაგრიყავენ, გაგჭორავენ, გათრევენ, მიწასთან გაგასწორებენ…“ – რას წერს ცისნამი საყვარლიშვილი

256
ცისნამი საყვარლიშვილი (1)

„ქართველი ვერ იტანს ქართველის წარმატებას! ამიტომაც არც ჩვენს ქვეყანას ეშველება რამე და არც ქართველს!“ – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ამერიკაში მცხოვრები ემიგრანტი, ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ვერ იტანენ ქართველები თუ მოხდა ისე რომ შენ მათზე კარგად ხარ, ან უბრალოდ იმდენად განვითარდი რომ უცხო მიწაზე შენი საყვარელი საქმე, ფული და კარგი ცხოვრება გაქვს.
ამას არ შეგარჩენს ქართველი, არა! ჯერ გაგრიყავენ, გაგჭორავენ, გათრევენ, მიწასთან გაგასწორებენ, შემდეგ ამას რომ არ დაჯერდებიან, შემოგივარდებიან, გაგქურდავენ და მოგკლავენ!
ქართველი ვერ იტანს ქართველის წარმატებას! ამიტომაც არც ჩვენს ქვეყანას ეშველება რამე და არც ქართველს!
ლოს-ანჯელესში ქართველებმა ქართველი კაცის ოჯახი გაქურდეს და ქართველი კაცი მოკლეს!
ისიც ნუ დაგავიწყდებათ იყო დრო, საქართველოს ისტორიაში, როცა ქართველი კაცი საკუთარ დედას ერთ ცხენზე ცვლიდა.
მერე სადღეგრძელოს დიდი ყანწით სვამდა, გაუმარჯოს ჩვენს ვაჟკაცობას!“ – წერს ცისნამი საყვარლიშვილი სოციალურ ქსელში.

ვერ იტანენ ქართველები თუ მოხდა ისე რომ შენ მათზე კარგად ხარ, ან უბრალოდ იმდენად განვითარდი რომ უცხო მიწაზე შენი…

Posted by Tsisnami Sakvarlishvili on სამშაბათი, 29 აპრილი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g