რუსმა ცნობილმა სახეებმა, პოეტმა, ვერა პოლოზკოვამ, მსახიობმა ჩულპან ხამატოვამ და კინოკრიტიკოსმა ანტონ დოლინმა რუსეთი დატოვეს. ამის შესახებ იუწყება ერთ-ერთი რუსული საიტი. დოლინი ამჟამად ლატვიაში იმყოფება და აღნიშნავს, რომ მას არ აქვს არც ორმაგი მოქალაქეობა, არც გადადებული თანხა და არც არანაირი სამუშაო კონტრაქტი სხვა ქვეყანაში, უბრალოდ, დასძენს, რომ ახლა რუსეთიდან გამგზავრება პრივილეგიაა.
„შეუძლებელია ისეთ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც პირზე ხელს გაფარებენ, მით უმეტეს, ისეთი ადამიანისთვის, რომლის მთავარი იარაღი – სიტყვაა“, აღნიშნავს კინოკრიტიკოსი, – „რუსეთი – ეს არის ქათამი, რომელსაც თავი წააცალეს. ყველა იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც ცხოვრობს რუსეთში, ლაპარაკობს რუსულად, ანდა უკავშირდება რუსულ კულტურას, შეუქცევადად შეიცვალა, თუმცა ჯერჯერობით ეს უმრავლესობამ ვერ გააცნობიერა…“
მსახიობი ჩულპან ხამატოვა ასევე ლატვიაში გაემგზავრა, სადაც მას კერძო საკუთრება აქვს. თეატრში მის როლზე სხვა მსახიობი დააკავეს. ხამატოვა გახლდათ ერთ-ერთი პირველი, ვინც უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ გამოვიდა და ხელი მოაწერა ღია წერილს, სადაც რუსეთის პრეზიდენტს ომის შეჩერებას სთხოვდნენ.
ვერა პლოზკოვამ „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა წერილი, სადაც თავად აღნიშნა, რომ რუსეთიდან გაემგზავრა: „ჩვენ გავფრინდით… ძალიან მძიმე კვირა იყო. მთელი ცხოვრება ვმოგზაურობ და ვცხოვრობ იქ, სადაც ჩემი ენა ისმის. ძალიან მტკივნეულია – საკუთარ დაბადების დღეზე შვილებთან ერთად ქვეყნის დატოვება, მეგობრებთან გამომშვიდობება, მაგრამ სხვა არჩევანი არ დამიტოვეს…“
ალა პუგაჩოვას შემდეგ რუსეთს რენატა ლიტვინოვა, ქსენია სობჩაკი და ზემფირა ტოვებენ
რუსულმა არხებმა არტისტების შავი სია შეადგინეს – მუსიკოსების მონაწილეობით ყველა კლიპი აიკრძალა