LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერა ქობალია ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩეველი ხდება

350

ვერა ქობალია ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩეველი ხდება. ამის შესახებ ინფორმაციას ”ბიზნესკონტაქტი” ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი, ინდონეზიაში ავსტრალიის მთავრობამ მიიწვია.

“როგორც საქართველოს ეხმარება მსოფლიო ბანკი, USAID და სხვები რეფორმების გატარებაში, ისე ინდონეზიის მთავრობას აქტიურ მხარდაჭერას უცხადებს ავსტრალია. სწორედ ავსტრალიის მთავრობისგან მივიღე მოწვევა. კონტრაქტი ორწლიანია. ჩემი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იქნება”, – განუცხადა ”ბიზნესკონტაქტს” ვერა ქობალიამ.

ქობალია ინდონეზიაში რამდენიმე დღეში გაემგზავრება.

ცნობისთვის,  ვერა ქობალიას საქართველოს ეკონომიკის მინისტრის პოსტი 2010-2012 წლებში ეკავა. “მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა” ის 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ვერა ქობალიამ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g