LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერა ვონგის“ თეთრი კაბა – პირველი ფოტოები არიანა გრანდეს გასაიდუმლოებული ქორწილიდან

130
Untitledj

თვის დასაწყისში,  მომღერალი არიანა გრანდე დალტონ გომესზე ფარულად დაქორწინდა. საქორწინო ცერემონია კალიფორნიაში, ვარსკვლავის მშობლიურ ქალაქ მონტესიტოში გაიმართა. ქორწილს მხოლოდ ნათესავები და ახლო მეგობრები ესწრებოდნენ.

ფოტო: 6,75 მილიონ დოლარად შეფასებული ვილა – ნახეთ სად გადაიხადა ქორწილი არიანა გრანდემ

სულ ცოტა ხნის წინ 27 წლის გრანდემ გასაიდუმლოებული საქორწინო ცერემონიიდან პირველი ფოტოები გაავრცელა. მან ქორწილში „ვერა ვონგის“ თეთრი კაბა მოირგო. გამოცემა „ვოგის“ ინფორმაციით, არიანამ დიდი ხნით ადრე სთხოვა დიზაინერს მისთვის კაბა შეექმნა. საოცრად იყო მოწყობილი მომღერლის 6,75 მილიონ დოლარად შეფასებული ვილაც.

ცნობისთვის,  არიანასა  და დალტონ გომესის რომანის შესახებ ცნობილი მაშინ გახდა, როცა წყვილი ერთად ჰიტის, Stuck with U კლიპში გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები