LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერაფრით დავაკავშირე ბუჩა კანონთან, თქვენ გითქვამთ უჩას კადრები – მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო“ – მსხილაძე წილოსანს

270
ლევან მსხილაძე ნინო წილოსანი

„რათ გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი?“, – ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატებს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ.

მსხილაძის თქმით, ერთი მხრივ მას უცხო ძალის წარმომადგენელს ეძახიან და მეორე მხრივ, განმარტებებს სთხოვენ არაერთი არგუმენტის მოყვანის მიუხედავად.

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნისთვის გაუგებარია საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი ბრალდება, რომ თითქოს პრეზიდენტმა მოლაპარაკებების კარი ჩაკეტა.

„რათ გინდათ უცხო ძალის წარმომადგენლისგან პასუხი?

გაუგებარია, რატომ ჩაკეტა პრეზიდენტმა მოლაპარაკებების გზა და პარლამენტმა რატომ არ გამოიყენა ეს გზა და რატომ ჩატარდა ეს განხილვები – ზუსტად ამას ჰქვია რუსული წესი.

[ნინო წილოსანი] თქვენ გუშინ ახსენეთ, მე ბუჩა გავიგე და თქვენ გითქვამთ უჩას კადრები, ვერაფრით დავაკავშირე ბუჩა კანონთან, მერე უჩა საერთოდ არ ვიცოდი ვინ იყო, ან იმ კადრებში ხართ თუ არა – მე რატომ უნდა ვიცოდე და თქვენ ხომ არ იცით შემთხვევით, ვარ თუ არა. ესეც არასერიოზულია, აქედან თქვენი დამოუკიდებულება ჩანს“,- ამბობს გიორგი მსხილაძე.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ პარლამენტის კომიტეტის სხდომაზე უმრავლსეობის დეპუტატმა ნინო წილოსანმა პრეზიდენტის წარმომადგენელს, გიორგი მსხილაძეს მიმართა.

„ვისაც თქვენ წარმოადგენთ, იმ ადამიანს რომ გადაწყვეტილი აქვს, სამარცხვინო ასოებით შევიდეს ისტორიაში, ეს გავიგეთ. თქვენ გააზრებული გაქვთ თუ არა, რომ წარმოადგენთ ფაქტობრივ მეხუთე კოლონას, რომელიც შემოგზავნილია ქვეყანაში იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყანა გაყიდოს თუ უჩას კადრების ეფექტი არის თქვენზე განხორციელებული?“, – თქვა წილოსანმა.

სამხედრო ბლოგერ უჩა აბაშიძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასთან ერთად, პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვებასა და შენახვასაც ედავებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები