LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვერასდროს გადალახავ ოკეანეს, თუ ვერ გადალახე შიში დაემშვიდობო სანაპიროს” – „ფორბსის“ ციტატები შთაგონებისა და მოტივაციისთვის

8055
ცნობილი ადამიანების ციტატები

ცნობილი ადამიანების გამონათქვამები ცხოვრებისეულ ფასეულობებზე, წარმატებასა და ადამიანური შესაძლებლობებზე.  

ცნობილი ადამიანების ციტატები

fortuna.ge გთავაზობთ „ფორბსის“ ცნობილ ციტატებს:

1. რაც ადამიანის გონებას ესმის და რისიც მას სჯერა, სწორედ იმის მიღწევა შეუძლია. ნაპოლეონ ჰილი, ჟურნალისტი, მწერალი

2. იბრძოლე არა წარმატებისთვის, არამედ იმ ფასეულობებისთვის, რომელსაც წარმატება გაძლევს. ალბერტ აინშტაინი

3. წარმატებას მხოლოდ იმის წყალობით მივაღწიე, რომ არც მე ვიმართლებდი თავს სხვასთან, არც სხვის თავისმართლებას ვუსმენდი არასდროს. ფლორენს ნეიტინჰეილი

4. ყველაზე რთული სტარტია, დანარჩენი სიჯიუტეზეა დამოკიდებული. ამალია ერჰარტი

5. ცხოვრება უფრო უნდა გიყვარდეს, ვიდრე ცხოვრების აზრი. ფიოდორ დოსტოევსკი

6. ცხოვრება ისაა, რაც იმ დროს ხდება, როცა შენ გეგმებს აწყობ. ჯონ ლენონი

7. ლოგიკას ერთი პუნქტიდან მეორემდე მიყვანა შეუძლია, წარმოსახვა კი, ფანტასტიკურ სამყაროებში მოგზაურობს. ალბერტ აინშტაინი 

8. 20 წლის შემდეგ იმას უფრო ინანებ, რაც არ გააკეთე, ვიდრე იმას, რაც გააკეთე. იარე წინ, იმოქმედე და აღმოაჩინე! მარკ ტვენი

9. ყოველთვის იმით უნდა დაიწყო, რაც ყველაზე საეჭვოა. ბორის სტრუგაცკი

10. უაზრო ცხოვრებით ცხოვრებას, საერთოდ სიკვდილი ჯობია. სოკრატე

11. წარმატების 80%-ს სწორ დროს და სწორ ადგილას ყოფნა უზრუნველყოფს. ვუდი ალენი.

12. დრო ძალიან ცოტაა, არ ღირს მისი დაკარგვა სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაზე. სტივ ჯობსი

13. მთავარი გამარჯვება არაა, მთავარი – გამარჯვების მუდმივი სურვილია. ვინს ლომბარდი, ამერიკული ფეხბურთის მწვრთნელი

14. მეცნიერება – ორგანიზებული ცოდნაა, სიბრძნე კი – ორგანიზებული ცხოვრება. იმანუელ კანტი

15. ჩემს ლექსიკონში არ არსებობს სიტყვა “შეუძლებელია”. ნაპოლეონ ბონაპარტი

16. ვერასდროს გადალახავ ოკეანეს, თუ ვერ გადალახე შიში დაემშვიდობო სანაპიროს. ქრისტეფორე კოლუმბი.

17. თავისუფლება არაფრად ღირს, თუ არ არსებობს შეცდომის დაშვების თავისუფლება. მაჰათმა განდი

18 ან შენს სასიკეთოდ მართავ ცხოვრებას, ან ცხოვრება გმართავს შენს საზიანოდ. ჯიმ რონი, ორატრი, ბიზნეს-ტრენერი

19. ორი მნიშვნელოვანი დღეა ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში. ერთი, როცა დაიბადა და მეორე, როცა მიხვდა რისთვის დაიბადა. მარკ ტვენი

20. საუკეთესო შურისძიება – მტრის ჯინზე წარმატების მიღწევაა. ფრენკ სინატრა.

magti 5g