LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთ-ერთმა პაციენტმა ბიჭმა მიცნო, მთხოვა, დამელოდეო… ღამის 2 საათზე ცხინვალში ბეტეერით შემიყვანა“ – ექიმი ია დავითაია იხსენებს, როგორ დაიწყო ცხინვალში ომი

200
Capture

ექიმი ია დავითაია 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდს იხსენებს. ამის შესახებ მან „რადიო თავისუფლების” გადაცემაში „თავისუფლების მემკვიდრეობა“ ისაუბრა.

„მახსოვს, როცა ცხინვალში სიტუაცია დაიძაბა, დედას წამოსაყვანად ჩავედი… როცა იქ მივედი, მითხრეს, ვერ შეგიშვებთო, მაგრამ მაშინ დედაჩემის ერთ-ერთმა პაციენტმა ბიჭმა მიცნო, მთხოვა, დამელოდეო… ღამის 2 საათზე ცხინვალში ბეტეერით შემიყვანა, იქ დედა და დეიდა ჩავსვი და ასე გამოვიყვანე”- იხსენებს ექიმი, ია დავითაია.

მან ასევე გაიხსენა, თუ როგორ მომენტალურად შეიცვალა ომის დაწყებამდე სიტუაცია ცხინვალში.

„მაღაზიის გამყიდველ გოგოს, რომელიც ჩემი კლასელი იყო მივესალმე და პასუხი რუსულად დამიბრუნა, გამიკვირდა.. ვუპასუხე მე ვარ.. „ნუ ი ჩტო“ – მიპასუხა. ვკითხე რა ხდებოდა და ისევ რუსულად მიპასუხა – „იქნებ არ მინდა, რომ რუსულად ვილაპარაკო”.. ამ დროს ერთ-ერთ ჩემ კლასელს გაეცინა და მითხრა „რაღაც ტრაფარეტზე დაწერეს, რომ ქართველებმა მიწა წაგვართვესო და დადიან მთელ ქალაქში ამ ტრაფარეტითო. ჩვენ მაშინ გვეცინებოდა, ვერც კი დავუშვით, რომ მაშინ რაღაცა მზადდებოდა.

ბრძოლა თავისუფლებისთვის მაშინ დაიწყო და გავაცნობიერე, როდესაც მივხვდი რომ ეს ბრძოლა იყო ჩვენი თავისუფლებისთვის, სიმართლისთვის“, – ამბობს ია დავითაია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები