ურთულესი საყურებელია, როგორ სძულთ ადამიანებს ერთმანეთი, აშინებთ სიახლეები და ებრძვიან მათ, ვისაც გამოწვევების არ ეშინიათ, – ამის შესახებ ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი წერს სოციალურ ქსელში
“როგორც არ უნდა სცადო, უსასტიკესი სიძულვილის და სიბინძურის ნიაღვარს დაუსხლტე, ვერანაირად ვერ ახერხებ… ზოგჯერ მგონია, მალე ფიქრებშიც შემომივარდებიან გესტაპოები, რომ მათ მიერ დაწესებულ ჩარჩოებში მოაქციონ ჩემი აზრები.
ცხადია, ყველას აქვს უფლება იკამათოს, არ მოსწონდეს, რჩევები გასცეს, დააკვალიანოს, მიგითითოს და ასე შემდეგ, მაგრამ ის რაც ქართულ სოციალურ სივრცეში ხდება ჰუმანურობის ზღვარსაა გაცდენილი და არანაირი კავშირი არ აქვს ზემოთ ჩამოთვლილ მოქმედებებთან… ვერც კი წარმოვიდგენდი ბოროტების მასშტაბებს რასაც კომენტარებში ან პირად წერილებში ვაწყდები ხოლმე…
90-იანი წლების ტრავმებმა, როგორც ჩანს, უმძიმესი კვალი დატოვა სოციუმზე… არც ახლანდელი ამბები იძლევა წინა ტრავმისგან განკურნების საშუალებას… გულწრფელად მშურს ადამიანების ვისაც ოპტიმიზმი შემორჩა.
მე აქაურობა მაშინებს…”,- წერს ნანა გეგეჭკორი.