უკრაინის ვიცეპრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, დღეს რუსეთის ტყვეობიდან 14 უკრაინელი გათავისუფლდა.
„დღეს გავცვალეთ ტყვეები. სახლში 14 ჩვენს მოქალაქეს ვაბრუნებთ. ჩემთვის ეს გაცვლა განსაკუთრებულია: ერთ-ერთი სამხედრო მოსამსახურე 5 თვის ორსულია“,- განაცხადა ვერესჩუკმა.
რუსეთ–უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.