LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვერტმფრენი “ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება”- ემოციური პოსტი ქართველ მესაზღვრეზე

1273

შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით – “მამაცობისთვის” დააჯილდოვა.

მათ შორის ერთ-ერთია პოლკოვნიკი ზაზა ლორია, რომლის შესახებაც თეა პერტაია პოსტს აქვეყნებს.

პოსტი ზაზა ლორიასა და მის შვილიშვილს საბას ეხება.

“ეს პატარა საბაა. ის პოლიციის ვერტმფრენს „ბაბუს“ ეძახის…

მისი ბაბუა შსს-ს გმირი მფრინავია. დღეს იგი გიორგი მღებრიშვილმა მამაცობისთვის მედლით დააჯილდოვა, მისი ოჯახის წევრები ამაყობენ… პატარა საბასთვის კი ბაბუ ადამიანია, რომელიც ყველაზე მაღლა დაფრინავს, რომელიც მას ყველაზე მეტად ანებივრებს, რომელსაც უნდა, რომ ჰგავდეს და რომელიც მისთვის ყველაზე ძლიერია, არწივსაც კი სჯაბნის 🙂

მართლაც, ვერტმფრენი, სახელად “ბაბუ“ ყოველდღე საქართველოს ემსახურება. უკვე მრავალი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და კიდევ ბევრის იმედია… მაგარი ბაბუა ჰყავს საბას – პოლკოვნიკი ზაზა ლორია, ის 30 წელზე მეტია, ჩვენს ქვეყანას ციდან გადმოჰყურებს. მის რელიეფზე ამოქარგული ყოველი ხაზი და ფერი იცის, მისი ტკივილი და სიხარულიც…

ვერტმფრენი“ ბაბუ“ ხვალ ისევ ცაში აფრინდება”, – წერს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი თეა პერტაია და სოციალურ ქსელში ბაბუა-შვილიშვილის ფოტოსაც აქვეყნებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g