უდიდესი ტრაგედია დატრიალდა კალიფორნიაში, კალაბასასში. კობი ბრაიანტის ვერტმფრენი Mamba Academy-ში მიფრინავდა საკალათბურთო ვარჯიშზე.
ცნობილი გახდა იმ ადამიანების ვინაობა, ვინც ტრაგედიას ემსხვერპლა. ბორტზე იმყოფებოდა საკალათბურთო გუნდის წევრი ალისა ალტობელი და მისი მშობლები – კერი და ჯონი. კიდევ ერთი დაღუპულია კრისტინა მოზერი, კოლეჯის საბავშვო საკალათბურთო გუნდის ასისტენტი.
კობი ბრაიანტის ვერტმფრენის ჩამოვარდნას თვითმხილველი ყავდა.
ჯერი კოჩარიანი სწორედ ლოს ანჯელესის გარეუბანში კალაბასასში ცხოვრობს. დილის 9 საათისთვის მან ვერტმფრენის გადაფრენის ხმა გაიგონა.
„რაღაც უცნაური ხმა ისმოდა და მართლა ძალიან დაბლა დაფრინავდა. დავინახე როგორ ვარდებოდა ვერტმფრენი. შემდეგ ძნელი გასარჩევი იყო, რადგან ისეთი კვამლი დადგა. ვერტმფრენი ერთ დიდ ცეცხლის ბურთად იქცა. ვერავინ გადარჩებოდა“, – უთხრა ჯერიმ Los Angeles Times-ს.