პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი მიხეილ სააკაშვილის გლდანის N18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან ვერტმფრენის გამოჩენა ყურადღების გადასატანად მოხდა.
„ვერტმფრენი „ფეიკია“ ყურადღების გადასატანად. სინამდვილეში მანქანით გადაიყვანეს. ელემენტარული თაიმინგის ლოგიკით დგინდება,“ – წერს გია ხუხაშვილი „ფეისბუქზე.“
შეგახსენებთ, რომ პენიტენციური სამსახურის ცნობით, მიხეილ სააკაშვილი გლდანის N18 ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს