LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

VESTEL-ი პარტნიორ დილერებს მასტერკლასებს ჩაუტარებს

101

ტექნიკის მწარმოებელი ბრენდის „ვესტელი“-ს მენეჯმენტის ორგანიზებით 17 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „მერკური“-ში პარტნიორი დილერებისთვის ტექნიკის ახალი მოდელების წარდგენის ღონისძიება გაიმართება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, მასტერკლასის ჩასატარებლად საქართველოში სპეციალურად ჩამოვლენ ”ვესტელის” სათავო ოფისიდან მენეჯმენტის წარმომადგენლები და ასევე ტექნიკის წარმოების უშუალო ხელმძღვანელები, რომლებმაც თავად ჩაატარებენ მასტერკლასს 60-მდე დილერისთვის. ღონისძიების ფარგლებში სადილერო ქსელის წარმომადგენლებს გადაეცემათ საჩუქრები და სერთიფიკატები, ხოლო მოგვიანებით მრავალწლიან წარმატებულ თანამშრომლობას ვესტელის გუნდი დილერებთან ერთად სასიამოვნო ვახშმის ფონზე აღნიშნავს.

მათივე ცნობით, ”ვესტელის მენეჯმენტის” მიერ ორგანიზებული მასტერკლასი მიზნად ისახავს დილერებისთვის ტექნიკის ახალი/ინოვაციური მოდელების წარდგენას და მათი ფუნქციების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას.ღონისძიების მსვლელობისას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა ვესტელის ახალი თაობის სმარტფონებს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია მსურველებისთვის.მიმდინარე წლის განმავლობაში საოჯახო ტექნიკის ახალი მოდელები ეტაპობრივად გამოჩნდება საქართველოს ბაზარზე გაყიდვაში, ხოლო ჩატარებული სემინარის ფარგლებში გაცემული ინფორმაცია დილერებს დაეხმარებათ მომხმარებლებისათვის გაწეული მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაში.

”ვესტელი”  საქართველოს   ბაზარზე   16   წელია   ოპერირებს    და   მოსახლეობას   ევროპული სტანდარტების შესაბამისი წარმოების ტექნიკას სთავაზობს. ამჟამად საქართველოს მაშტაბით 12   მაღაზიით   არის   წარმოდგენილი   და   60-მდე   სადილერო   ქსელით.    ”ვესტელის”   მაღაზიათა   ქსელში   ნებისმიერი   გემოვნებისა   თუ   შემოსავლის   მქონე   ადამიანს შეუძლია   შეარჩიოს   და   შეიძინოს   მისთვის   სასურველი   საოჯახო   ტექნიკა   5-წლიანი   უფასო საგარანტიო   მომსახურებით,  ასევე   უფასო   მიტანის   და     მონტაჟის   პირობებით.  ქსელში   მოქმედებს   მომხმარებლების   ინტერესებზე   მორგებული   24   თვემდე   0% განვადება, წინასწარი შენატანის და ბანკის საკომისიოს გარეშე.

ცნობისთვის, კომპანია   ”ვესტელმა” საყოფაცხოვრებო   ტექნიკის   წარმოება   1977   წელს   დაიწყო   და   ბოლო   ათწლეულების განმავლობაში   მუდმივად   ახორციელებს   ინვესტიციებს   წარმოების   ინოვაციურობისა   და სრულყოფის მიზნით, რაც ხელს უწყობს მომხმარებელთა ცვალებად მოთხოვნებზე მორგებული ტექნიკის   წარმოებას.   ”ვესტელის”   საწარმოები   1   მილიონ   კვადრატულ   მეტრზეა   გადაჭიმული, სადაც  დასაქმებულთა  რაოდენობა  14   000   ადამიანს   აღემატება.   წარმოებული   ტექნიკის ექსპორტი, მსოფლიოს 140 ქვეყანაში ხორციელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g