საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელ ”ვესტელში” ხვალიდან საგაზაფხულო ფასების აქცია იწყება. როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აქცია მარტის ბოლომდე გაგრძელდება.
”აქციის ფარგლებში ჩვენს მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება შეიძინოს 6-კილოგრამიანი ენერგოეფექტური სარეცხი მანქანა 559 ლარად , კომბინირებული გაზქურა – 599 ლარად, ხოლო ტელევიზორი 102სმ დიაგონალით 777 ლარად”, – განაცხადეს ”ვესტელში”.
მათივე ინფორმაციით, შენაძენის მიტანა და მონტაჟი უფასოდ მოხდება. პროდუქციას მოყვება 5 წელი უფასო საგარანტიო მომსახურება, ასევე მოქმედებს 24-თვემდე 0%-იანი განვადება.
კომპანია ”ვესტელი” ქართულ ბაზარზე 16 წელია წარმოდგენილია. კომპანია საქართველოში ფლობს 12 მაღაზიასა და 50 სადილერო ქსელს.