LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვფიქრობ აპრილის ბოლომდე, წასულ კიეველებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ“– არესტოვიჩის განცხადებით, ომის აქტიური ეტაპი 2-3 კვირაში დასრულდება

217
ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსი მრჩევლის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ომის აქტიური ეტაპი 2-3 კვირაში დასრულდება.

ამის შესახებ არესტოვიჩმა საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე დაწერა.

3 მილიონზე მეტი ლტოლვილი, 100–ზე მეტი შეწყვეტილი ბავშვის სიცოცხლე, მიწასთან გასწორებული ქალაქები და კვლავ გაუტეხელი უკრაინელები – რა სცენარით შეიძლება დასრულდეს ომი

რუსეთი უკვე თითქმის სრულ ეკონომიკურ თუ სოციალურ იზოლაციაშია მოქცეული –ოკუპანტის სამხედრო, ტექნიკური და ადამიანური დანაკარგებიც საკმაოდ დიდია.

„აქტიური ფაზა თითქმის დასრულებულია კიევთან, ხარკოვთან, სუმისთან და ჩერნიგოვთან. თუნდაც სადმე რაღაც რეზერვები მოიპოვონ, შეტევაზე გადასვლა სცადონ, მაინც მათი დამარცხებით დასრულდება. მაქსიმუმ ათი დღე ან ერთი კვირა გაგრძელდეს.

აქ მხოლოდ ერთი დასასრულია, სტრატეგიულად წააგეს, ოპერაციულადაც წააგებენ. ვფიქრობ, რომ აპრილის შუა რიცხვებში, აპრილის ბოლომდე, წასულ კიეველებს სახლში დაბრუნება შეეძლებათ.“– განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.

ზელენსკი: უკრაინის წინააღმდეგ ომში რუსეთი მთელ თავის ეროვნულ სიმდიდრეს გაანადგურებს და დაბრუნდება იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო, ანუ 90-იან წლებში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g