LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტსაბჭო შეცდა, როდესაც მეორე ტურში ბრძოლა დათმო – სალომე სამადაშვილი

183

“ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო,” – ამ განცხადებას ენმ-ის  წარმომადგენელი, სალომე სამადაშვილი, “ფეისბუკის” პირად გვერდზე წერს.

მისი აზრით, პარტიის რესურსები მეორე ტურზე უნდა მიმართულიყო.

“ვფიქრობ, ენმ-ის პოლიტიკური საბჭო შეცდა, როდესაც დღეს ქუთაისსა და მარტვილში მეორე ტურზე, თუნდაც უსამართლო პირობებში, ბრძოლა დათმო. სამწუხაროდ, მე უმცირესობაში აღმოვჩნდი. პარტიის მთელი რესურსი უნდა მიგვემართა მეორე ტურზე. გაყალბების ლუსტრაციასაც უკეთ მოვახდენდით. ხელიდან გაშვებული პოლიტიკური შესაძლებლობაა. პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე, იმედია, უმრავლესობის პოზიცია სწორი აღმოჩნდება, რასაც მხოლოდ მომავალი გვაჩვენებს,” – წერს სალომე სამადაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით,  პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას არ მიიღებს. მიზეზად კი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების უსამართლოდ ჩატარებას ასახელებენ.

https://www.facebook.com/salome.samadashvili.1/posts/10155853000784680