LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, ეს სადავო გადაწყვეტილება იქნება, რომლის გასაჩივრება აუცილებლად საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება: ავთანდილ დემეტრაშვილი უმრავლესობის გადაწყვეტილებას აფასებს

125
ავთო დემეტრაშვილი

“ვფიქრობ, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, ეს ძალიან სადავო გადაწყვეტილება იქნება, ვინაიდან კონსტიტუციის მუხლი იმპერატიულად ამბობს, რომ  თუ პარლამენტის წევრს პირადი განცხადება აქვს დაწერილი,  უფლებამოსილება უნდა შეუწყდეს,” – ამის შესახებ კონსტიტუციონალისტმა, ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რითაც ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას – ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე არშეწყვეტის საკითხს გამოეხმაურა.

როგორც მან “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას აღნიშნა, ერთადერთი შესაძლებლობა არის ის, რომ საკითხი განიხილონ და ამ ეტაპზე კენჭი არ უყარონ, რაც დარღვევად არ ჩაითვლება.

“უფლებამოსილების შეწყვეტის ვადები დარღვეული არ არის, ერთადერთი შესაძლებლობა არის, რომ საკითხი განიხილონ და კენჭი ამ ეტაპზე არ უყარონ. შეიძლება გადაიწიოს და ეს დარღვევად არ ჩაითვლება, მაგრამ მე ვამბობ, რომ გადაწვეტილება  განცხადების ცნობად მიღების შესახებ უნდა იყოს.

“თუ ადამიანს არ უნდა მუშაობა, ძალით.. ახლა წარმოიდგინეთ, ვთქვათ დეპუტატი გარდაიცვალოს, პარლამენტს შეუძლია მას არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება?! ვთქვათ, პარლამენტის წევრი სესიის განმავლობაში ნახევარზე მეტ სხდომას არ დაესწრო – აქვს უფლება არ დააკმაყოფილოს მისი განცხადება და არ შეუწყვიტოს უფლებამოსილება?!

კიდევ ვიმეორებ, პირდაპირ წერია კონსტიტუციაში, პარლამენტის წევრს უფლებამოსილება შეუწყდება პირადი განცხადებების საფუძველზე. ვნახოთ, საბოლოო კენჭისყრა როგორი იქნება…ვფიქრობ,  ეს იქნება, კონსტიტუციურობის თვალსაზრისით, სადავო გადაწყვეტილება, რომლის გასაჩივრება აუცილებლად  საკონსტიტუციო სასამართლოში მოხდება, ანუ შესაძლებელია, მოხვდეს საკონსტიტუციო სასამართლოში”, – განაცხადა ავთანდილ დემეტრაშვილმა.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. შესაბამისად, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, საკითხი კენჭისყრისას ჩავარდება და ოპოზიციის საპარლამენტო საქმიანობის თემა კვლავ ღიად დარჩება.

magti 5g