LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანდატების შეწყვეტის საკითხი შეიძლება ნებისმიერ წუთს დადგეს, მათ შეუძლიათ თავიდან შემოიტანონ განაცხადები: სოზარ სუბარი

111
სუბარი სოზარ

“მანდატების შეწყვეტის საკითხი შეიძლება  ნებისმიერ წუთს დადგეს. დღესაც, მათ შეუძლიათ თავიდან შემოიტანონ განაცხადები, თუ სურვილი არ განელებიათ, თუმცა, ძალიან ბევრი ოპოზიციონერი ღიად აცხადებს, რომ ისინი მზად არიან პარლამენტში შემოსასვლელად,” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა, ჟურნალისტებთან  საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არაერთი ოპოზიციონერისგან მოდის სიგნალი, რაც ნიშნავს იმას, რომ გადააზრებას იწყებენ, თუ რამდენად არასწორ პოლიტიკას ახორციელებდნენ.

“ჩვენ ვუსმენდით “გირჩის” წევრებს, რომლებიც ამბობდნენ ვრომ ერ ჰპოვეს კონსენსუსი ოპოზიციურ პარტიებთან და ახლა უმრავლესობასთან მოლარაკებისთვის  მზად არიან. “სტრატეგია აღმაშენებლის” წარმომადგენელი მანჯგალაძე ასევე ღიად მოგვიწოდებდა გუშინ, სანამ კენჭისყრა მოხდებოდა,  მათი მანდატების შეწყვეტისთვის კენჭი არ გვეყარა,” – განაცხადა სუბარმა.

მისი თქმით, ყველაზე მკაფიო სიგნალი ამ გადააზრებისა ზურაბ ჯაფარიძისგან წამოვიდა, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიციურ პარტიებში იყვნენ წამყვანი პარტიები და პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად ამბობდნენ, რომ მათი მიზანია პარლამენტის ბოიკოტირება, საბოტაჟირება, მათი მიზანი არ არის პარლამენტში შემოსვლა, არც იმ შემთხვევაში, თუ მათი ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილდება. როგორც ჩანს, ისინი ახდნენენ ამის გაცნობიერებას,”- განაცხადა სოზარ სუბარმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები