,,ზურმუხტის ქალაქიდან” რაიან მერფის სამყარომდე — არიანა გრანდეს სამსახიობო კარიერა ახალ იმპულსს იძენს.
როგორც ცნობილია, ეს უკანასკნელი მერფის პოპულარული ანთოლოგიის – American Horror Story მე-13 სეზონის ვარსკვლავურ გუნდს შეუერთდა, ახლახან კი სერიალის ერთ-ერთმა ვარსკვლავმა, ევან პიტერსმა, გრანდეს მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა.
“ის არაჩვეულებრივი შემსრულებელი და მსახიობია. ვფიქრობ, მისი მონაწილეობა პროექტს ძალიან გაამდიდრებს“, — აღნიშნა პიტერსმა E! News-თან საუბრისას. მან ასევე დაამატა: ,,მოუთმენლად ველოდები, რა მოხდება ამ სეზონში. სცენარი ჯერ არ წამიკითხავს, ამიტომ ძალიან მაინტერესებს სიუჟეტი და ისიც, თუ რისი გაკეთება მოუწევს არიანას. ეს ყველაფერი ძალიან ამაღელვებელია“.
პიტერსისა და გრანდეს გარდა, მე-13 სეზონის მსახიობთა შემადგენლობაში ისეთ ვარსკვლავებს ვიხილავთ, როგორებიც არიან: სარა პოლსონი, ანჯელა ბასეტი, ქეთი ბეიტსი, ემა რობერტსი, ბილი ლურდი, გაბური სიდიბე, ლესლი გროსმანი და ჯესიკა ლენგი.
მიუხედავად იმისა, რომ გრანდე ამ სერიალისთვის ახალი სახეა, მერფისთან თანამშრომლობის გამოცდილება მას უკვე აქვს — 2015 წელს მსახიობი Fox-ის კომედიურ საშინელებათა ჟანრის სერიალში – ,,კივილის დედოფლები” მონაწილეობდა, სადაც პარტნიორობას კვლავ რობერტსსა და ლურდს უწევდა.
,,ამერიკული საშინელებათა ისტორია” ახალი ნაწილით წლის ბოლომდე დაბრუნდება.
ცნობისთვის, პირველად ევან პიტერსისა და არიანა გრანდეს თანამშრომლობა ჰიტის – we can’t be friends (wait for your love) კლიპში შედგა. ამჟამად, გრანდე ტურნესთვის ემზადება, რომელიც მომღერლისთვის უახლოეს პერიოდში დაგეგმილი ბოლო მუსიკალური აქტივობა იქნება. ტურნეს შემდეგ, არტისტი ამ ჭრილში ხანგრძლივ შემოქმედებით პაუზას გეგმავს.
,,მომავალ წელს შევხვდებით” – 6 წლის შემდეგ, არიანა გრანდე ტურნეს გამართავს
ამავდროულად, არიანას მონაწილეობით 25 ნოემბერს ფრენჩაიზის – Fockers ახალი ნაწილი გამოვა. უახლოეს მომავალში მას ასევე ლონდონის თეატრალურ სცენაზე, სპექტაკლში – ,,კვირა დღე პარკში ჯორჯთან ერთად” ვიხილავთ.
ახალ ფილმში არიანა გრანდე რობერტ დე ნიროსთან ერთად ამღერდება