LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის დამატება სააკაშვილის მკურნალი ექიმების ჯგუფში – ნიკოლოზ ყიფშიძე

493
ნიკოლოზ

მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმის, ნიკოლოზ ყოფშიძის თქმით, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია მან რეფიდინგის, პოსტშიმშილობის რეაბილიტაციის პროცესი წარმატებით დაიწყო. ყიფშიძის თქმით, სააკაშვილს არტერიული წნევის ცვალებადობა და თავის ტკივილი აღენიშნება.

„ფანჯრის პრობლემა გადაწყდა ნორმალურად. განაგრძობს მკურნალობს, აღნიშნავს ზოგად სისუსტეს, თავის ტკივილი, არტერიული წნევა თამაშობს, დილას ჰქონდა მაღალი წნევა, ჩემი აქ ყოფნის დროს წნევა დაეცა.

რეფიდინგი დაიწყო წარმატებით, პირველი დღე ნორმალურად ჩატარდა.

ასეთ ავადმყოფებს, როგორც მოგეხსენებათ, აქვთ პოსტ-ტრავმატიული სინდრომი, რომელიც გარკვეულ და ძალიან რთულ მკურნალობას და რეაბილიტაციას უნდა დაექვემდებაროს. ამიტომ მე მთხოვა რომ ქალბატონ მარიამ ჯიშკარიანს დავუიკავშირდე, ესაა ალტერნატიული კომისია რომელსაც სთხოვს ბატონი პრეზიდენტი რომ მოვიდეს და გაიარონ ეს სიტუაცია. მე ვფიქრობ, საჭიროა ფსიქოლოგის და ფსიქიატრის დამატება ამ დიდ ჯგუფთან ერთად რომ გავაგრძელოთ მისი მკურნალობა.

სააკაშვილი მადლობას უხდის გორის ჰოსპიტალის სტაფს. დიდი განსხვავებაა აქ და გლდანს შორის“, – ამბობს ნიკოლოზ ყიფშიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g