LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვფიქრობ, სიტყვა „მოვლენა“ უნდა ამოვიღოთ და ამნისტია მომხდარ დანაშაულებს შევახოთ: კახი კახიშვილი

70
კახი კახიშვილი

„ქართული ოცნების“ წევრისა და საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის, კახი კახიშვილის განცხადებით, ამნისტია არ უნდა შეეხოს ზოგადად 20 ივნისის მოვლენებს, არამედ უნდა შეეხოს კონკრეტულ მუხლებს.

დეპუტატის აზრით, ამნისტიის კანონპროექტის მეორე მოსმენისთვის ფორმულირება უნდა შეიცვალოს და უნდა დაზუსტდეს, რომ ამნისტია არ შეეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს, მათ შორის, მკვლელობის მცდელობას.

„ზოგადად ამნისტია ეხება არა მოვლენას, არამედ დანაშაულს. ვფიქრობ, სიტყვა „მოვლენა“ უნდა ამოვიღოთ და 19-21 რიცხვში მომხდარ დანაშაულებს უნდა შევახოთ და არა მოვლენას. მოვლენა, ეს არის მოვლენა. დანაშაული აღრიცხულია სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი წესით.

ვფიქრობ, მუხლებზე უნდა გადავიდეთ და არა ზოგადად მოვლენის შეფასებაზე“, – განაცხადა კახი კახიშვილმა და დასძინა, რომ უნდა დაზუსტდეს ასევე დანაშაულის ჩადენის მდებარეობა – სად მოხდა დანაშაული, რუსთაველის გამზირზე თუ თბილისის სხვა უბნებშიც.

როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა განაცხადა, ჩვენ, დღეს ვსაუბრობთ იმ დანაშაულზე, რომელიც ოფიციალურად რეგისტრირებულია და ვიცით, რომ დანაშაული მოხდა, თუმცა, კახიშვილის თქმით, თეორიულად შესაძლებელია, კონკრეტული დანაშაული რეგისტრირებული არაა, რადგან არც დაზარალებულმა და არც დანაშაულის ჩამდენმა პოლიციას არ შეატყობინეს და ამის შესახებ რამდენიმე წლის შემდეგ გავიგოთ.

„იურიდიული ტექნიკიდან გამომდინარე, ზოგად პრინციპებზე საუბარი არასწორი იქნება. ვფიქრობ, უნდა ჩამოვთვალოთ მუხლები, კონკრეტულად რომელს შეეხება, ჩადენილი დანაშაულის ტერიტორიას და შინაარსს და ვთქვათ, რომ ეს ამნისტია არ ეხება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულს. თქვენ მოიყვანეთ 117-ე მუხლი, მე ვიტყოდი დამატებით მკვლელობის მცდელობას.

თუ ვსაუბრობთ, რომ მკვლელობის მცდელობა არ მომხდარა, ეს იმიტომ, რომ რეგისტრაციაში არ გატარებულა, მაგრამ შესაძლებელია, ვიღაცას მიაყენეს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დაზიანება, არ მიმართეს საავადმყოფოს, მკურნალობდა სახლში, შემდეგ გარდაიცვალა და რას ვაკეთებთ მერე?“, – განაცხადა კახი კახიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტში „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ ამნისტიის კანონპროექტს განიხილავენ.

ნებისმიერ შემთხვევაში უნდა მივიღოთ ამნისტიის კანონი, რადგან ჩვენ ამის ვალდებულება გვაქვს აღებული ხელმოწერით: მამუკა მდინარაძე

ვინმეს მხრიდან მცდელობა, საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ ამნისტია მხოლოდ მისთვის იყო მოწოდებული, პოლიტიკური ამპარტავნება და ქედმაღლობაა: არჩილ თალაკვაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g