LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვგრძნობ, რომ საქართველოს ძალიან კარგი მომავალი აქვს: ტუსკი ივანიშვილს შეხვდა [ფოტო, ვიდეო]

308
biZo tuski

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი დონალდ ტუსკი ერთმანეთს შეხვდნენ.

მმართველი პარტიის ლიდერმა სტუმარს ბათუმში უმასპინძლა.

დონალდ ტუსკი: საბჭოთა კავშირის დანგრევა პოზიტიური მოვლენა იყო

ბათუმში მე-16 საერთაშორისო კონფერენცია იმართება

„დიდი მადლობა, ბატონო ბიძინა! ძალიან საინტერესო და შთაგონების მომცემი შეხვედრაა. დღეს თქვენთან, თქვენს ოპონენტებთან, მთავრობასთან და ქალბატონ პრეზიდენტთან შეხვედრების შემდეგ  ვგრძნობ, რომ ძალიან კარგი და იმედისმომცემი მომავალი აქვს საქართველოს, არსებული პრობლემების მიუხედავად. ძალიან ღია და გახსნილი კომენტარები გავაკეთეთ მიმდინარე მოვლენების შესახებ. აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ერის გაერთიანებული ძალისხმევის პირობებში, სანამ შეგიძლიათ ერთად მოქმედება აზრთა განსხვავებულობის მიუხედავად, პოლიტიკური დებატების პირობებში და ვიდრე ოპტიმისტურად იქნებით განწყობილნი, ასეც იქნება. მადლობას გიხდით ამ შეხვედრისთვის. თავს განსაკუთრებულად და გამორჩეულად ვგრძნობ. მადლობას ვუხდი ქართველ ხალხს და საქართველოს. ვფიქრობ, საქართველოში ყველაფერი შესანიშნავადაა”, – განაცხადა დონალდ ტუსკმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრისას.

მმართველი პარტიის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრობის პერიოდში დონალდ ტუსკთან პირველი შეხვედრა გაიხსენა და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს კარგი მეგობარია.

„მახსოვს ჩემი პრემიერ-მინისტრობის პერიოდი, როდესაც გამოუცდელი პოლიტიკოსი ვიყავი, მასთან მქონდა ყველაზე თბილი შეხვედრა და იმ დღიდან მოყოლებული ჩვენ ძალიან

თქვენ გააოცეთ მთელი სამყარო, არავის მისცეთ უფლება დაგყოთ - დონალდ ტუსკი ქართველ ხალხს

როცა ვამბობ „საქართველოს“, ვგულისხმობ „თავისუფლებას“, „სიამაყეს“, „მამაცობას“...

 თბილი ურთიერთობები გვაქვს. მას უყვარს საქართველო, ის საქართველოს მეგობარია. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო, როდესაც დღეს მან ჩვენი კლასიკოსი გაიხსენა – ვაჟა-ფშაველას სიტყვები ქართულად წაიკითხა. დღევანდელი სიტუაცია, ამდენი მეგობარი, ამდენი ევროპელი და ძვირფასი სტუმარი ჩამოვიდა დღეს საქართველოში. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენ მტკიცედ გავაგრძელებთ ამ გზას ევროპისკენ. ჩვენი გზაა ევროატლანტიკური სივრცე, ჩვენი გზაა ევროპა და ჩვენ მტკიცედ დავიჭერთ ამ მიმართულებას. ჩვენი მეგობრების დახმარებით ჩვენ ჩავეწერებით ამ ოჯახში – განვითარებული ევროპული სახელმწიფოების რიგში”, – აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g