LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიაჩესლავ ზაიცევი, რომლის იმედად მთელი რუსული ელიტა დარჩა, 84 წლის იუბილეს აღნიშნავს – დიზაინერს სიარული უჭირს

239
zaycevi

რუსი დიზაინერი, ვიაჩესლავ ზაიცევი 84 წლის გახდა. მას დაბადების დღე 2 მარტს აქვს თუმცა როგორც ამბობენ, დიზაინერი თავს ცუდად გრძნობს და იუბილე მხოლოდ ახლა აღნიშნა. დაბადების დღე ზაიცევს მოსკოვის ერთ-ერთ რესტორანში გადაუხადეს. როგორც ამბობენ, ის ბედნიერი და გახარებული ჩანდა. დიზაინერი 84 წლისაა, მას პარკინსონის დაავადება აქვს და აქტიური მკურნალობის კურსს გადის, ამ ეტაპზე მას გადაადგილება უჭირს.

რუსული ელიტა აქტიურად აზიარებს ზაიცევის ახალ ფოტოს და ელოდება ახალ კოლექციასაც. მას შემდეგ, რაც რუსეთი მსოფლიოს წამყვანმა ბრენდებმა დატოვეს, ზაიცევის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა. რაც ეხება მის გეგმებს, ამ თემაზე მედიას მისი მეგობრები ესაუბრებიან, ამბობენ, რომ ახალი კოლექცია ზაფხულში იქნება წარმოდგენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g