LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Viber-ის თბილისის ოფისში iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებაზე იმუშავებენ

101
ipiccy_image

Rakuten Viber საქართველოში შემოდის და თბილისში ოფისს ხსნის. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, კერძო და უსაფრთხო შეტყობინებებისა და ხმოვანი კომუნიკაციის სფეროში გლობალური, ლიდერი კომპანია საქართველოში მობილური აპლიკაციების განვითარებაზე იქნება ორიენტირებული.

Rakuten Viber-ს თბილისში ეყოლება თანამშრომლები, რომლებიც, სხვა მიმართულებებთან ერთად, იმუშავებენ iOS-ისა და Android-ის სისტემებზე თავსებადი პროგრამების დახვეწა-განვითარებასა და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის ამაღლებაზე. Rakuten Viber-ს მთელ მსოფლიოში 500 თანამშრომელი ჰყავს.

Viber ერთ-ერთი პოპულარული VoIP პლატფორმაა საქართველოში, მომხმარებელთა მნიშვნელოვანი ბაზით – ქვეყნის მთლიანი, 3,7-მილიონიანი მოსახლეობის 1,7- მილიონი აქტიური მომხმარებლით ყოველთვიურად.

Rakuten Viber-ის საქართველოში შემოსვლა მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება სხვა გლობალური ტექნოლოგიური გიგანტებისთვის, რათა მათ მიერ საქართველო განხილულ იქნას, როგორც მაღალპოტენციური მიმართულება მათი ბიზნესების გაფართოებისა და ახალი ინვესტიციების განხორციელების კუთხით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g