LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად“ – პრემიერმა ეკონომიკის EURO 2024-ისთვის გერმანიის ორ ქალაქში დამატებითი ავიარეისების დაბალი ტარიფებით უზრუნველყოფა დაავალა

131
ირაკლი კობახიძე

„დაიწყება მუშაობა დუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით დამატებით პირდაპირ ავიარეისებზე“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც მანვე აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ბილეთის ფასი იყოს ფიქსირებული და საქართველოს მოქალაქეებისთვის დაბალი ტარიფით შეთავაზებული.

„როგორც მოგეხსენებათ, 18 ივნისიდან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები გამართავს მატჩებს ევროპის ჩემპიონატზე. უკვე არის ძალიან დიდი მოთხოვნა ავიაბილეთებზე, რითაც ავიაკომპანიებმა უკვე ისარგებლეს. ეკონომიკის კანონია, მოთხოვნა განსაზღვრავს მიწოდებას, შესაბამისად, გაიზარდა ფასები თვითმფრინავის ბილეთებზე.

რიგ შემთხვევაში, რამდენჯერმე გაიზარდა ფასები. მინდა, ვთხოვო ეკონომიკის სამინისტროს, დავიწყოთ მუშაობა დამატებითი პირდაპირი რეისების უზრუნველსაყოფად დუსელდორფისა და ჰამბურგის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ ბილეთები იყოს ფიქსირებული, დაბალი ტარიფით შეთავაზებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის.

ეს ყველაფერი არის მნიშვნელოვანი, როგორც გულშემატკივრისთვის, ისე საფეხბურთო ნაკრებისთვის. რაც მეტი ქართველი გულშემატკივარი დაეწსრება საფეხბურთო მატჩებს, რა თქმა უნდა, მით უკეთესია ნაკრების წარმატებისთვის.

როვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარადგენენ – „ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება“

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართველი გულშემატკივრის მრავალრიცხოვანი დაესწრება უზრუნველვყოთ საფეხბურთო მატჩებზე.  დარწმუნებული ვარ, გუნდს შეუძლია ჯგუფიდან გასვლა და მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ, ამ მხრივ ჩვენი წვლილიც შევიტანოთ.

შესაბამისად, ყველაფერი გაკეთდება, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მარტივი გადაადგილება გერმანიისკენ, დაბალი ფასებით“. – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

პოპულალურები