LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე შენ ჩვენ გვერდით არ იქნები, რადგან ქვეყანას ნიკა გვარამია ძალიან სჭირდება“ – გვარამიას თანამოაზრეებმა 27 მაისს, პრეზიდენტის სასახლესთან აქცია დაანონსეს

174
გვარამიას მხარდამჭერები

„მთავარი არხის“ დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას პატიმრობიდან 1 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით თანამოაზრეებმა და გვარამიას „თავისუფლების მოძრაობის“ წევრებმა უზენაეს სასამართლოსთან მისი მხარდამჭერი აქცია გამართეს და 27 მაისს, 18:00 საათზე პრეზიდენტის სასახლესთან აქცია დააანონსეს.

მათი თქმით, მაშინ, როდესაც 31 მაისს დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის გამოსვლა ევროპარლამენტში, პრეზიდენტი იქ უნდა წავიდეს ქართველი ხალხის გზავნილებით და არა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი გზავნილებით:

„ვიტყოდი, რომ ყველა შემჩნეულია სახელისუფლებო ვერტიკალში ივანიშვილის დაკვეთების შესრულებაში. უზენაესი სასამართლოს კლანი და პრეზიდენტი, რომელსაც მხოლოდ ერთი ხელის მოწერით შეუძლია, ყველაფერი თავის ადგილას დააყენოს, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი ამას არ აკეთებს.

აუცილებლად უნდა ვიყოთ ძალიან ბევრნი, რომ ხელისუფლებამ კარგად გაიგოს ხალხის ხმა, ხალხის მოთხოვნა და ხალხის არჩევანი. ხალხის არჩევანია ნიკას გათავისუფლება, რადგან სწორედ ნიკა გვარამიას პატიმრობა არის ერთ-ერთი შემაფერხებელი ამ ქვეყნისთვის.

ჩვენ შენ გვერდით ვართ, ეს ყოველთვის ასე იქნება, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ვიდრე შენ ჩვენ გვერდით არ იქნები, რადგან ქვეყანას ნიკა გვარამია ძალიან, ძალიან სჭირდება.“ – განაცხადა „მთავარი არხის“ წამყვანმა დიანა ჯოჯუამ.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები