LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დათო კირკიტაძე გამოვიყვანოთ” – გრიგოლ ვაშაძე

1539940208

გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, მისი გუნდი დავით კირკიტაძის საპატიმროდან გამოყვანისთვის იბრძოლებს. მანვე აღნიშნა, რომ კირკიტაძის დაკავება არა სიძლიერის, არამედ შიშისა და პარანოიის ნიშანია.

განცხადებები გრიგოლ ვაშაძემ გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან განაცხადა, სადაც დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

„ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დათო კირკიტაძე გამოვიყვანოთ. სააპელაციო სასამართლოში მივალთ, რომელიც ტარაკნებივით არის გაჯერებული „ქოცი“ მოსამართლეებით. აუცილებლად ბოლომდე მივყვებით და დათოს აუცილებლად გამოვიყვანთ. ერთი რაღაც მინდა გითხრათ, ეს თქვენ სიძლიერის ნიშანი არ გეგონოთ ეს არის პათოლოგიური შიშის, პარანოიის ნიშანი.

ვინც არის ოპოზიციურად განწყობილი და აზროვნებით ფარცხალაძისგან განსხვავდება, ეს ადამიანი ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას საფრთხეს უქმნის. შესაბამისად, თქვენ ყველა, ვისაც კონსტიტუცია, სამართალი და კანონი გინდათ ამ ქვეყანაში, ბიძინა ივანიშვილისთვის საფრთხე ხართ,“ – განაცხადა ვაშაძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დავით კირკიტაძე ველისციხეში 16 დეკემბერს მომხდარი დაპირისპირების დროს, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისა და ქონების დაზიანებისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით, მოსამართლის განჩინებით დააკავეს. ის ბრალს არ აღიარებს და შიმშილობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g