LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვიცი, რომ რაღაც ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს ტელეფონში, არა ჩემ შვილს, სადაც რაღაც ჩხუბი ჩანს, ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს…“ – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული, ალექსანდრე გაბაშვილის მამა

873
ალექსანდრე გაბაშვილი

დღეს ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პროკურატურა გიგა ავალიანის სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულებს ჯგუფური ძალადობის სხვა ფაქტებში მონაწილეობასაც ედავება. პროკურორის ინფორმაციით, საუბარია ძალადობის კიდევ 5 ეპიზოდზე.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინფორმაციის შემ­დეგ გიგა ავა­ლი­ა­ნის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ოჯა­ხის წევ­რე­ბი პირ­ველ კო­მენ­ტარს აკე­თე­ბენ.

„სათქმელი არაფერი არ მაქვს…“ – ამის შესახებ მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებულის, ალექსანდრე გაბაშვილის მამა, ალექსანდრე გაბაშვილი TV პირველთან საუბრობს:

„სათქმელი არაფერი არ მაქვს… ზოგადად ვიცი, რომ რაღაც ერთი წლის წინანდელი ვიდეო უპოვეს ვიღაც ბავშვს ტელეფონში, არა ჩემ შვილს, სადაც რაღაც ჩხუბი ჩანს, ამის მეტი მე ინფორმაცია არ მაქვს…“, – ამბობს ალექსანდრე გაბაშვილი.

„სხვას რომ ხმა ამოეღო, ჩემი შვილი არ მოკვდებოდა, იმ დალეწილი ხალხის მშობლებო, რატომ გეძინათ?! თქვენმა სიჩუმემ მოკლა ჩემი სპეტაკი შვილი!“ – მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g