LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიცით მტრის ჩანაფიქრი, ისინი ცდილობენ, ძალები იქ გაგზავნონ, სადაც შეიძლება, ძალიან გაგვიჭირდეს: ვოლოდიმირ ზელენსკი

99
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ „მტერი ცდილობს, ძალები იქ გაგზავნოს, სადაც შეიძლება, უკრაინელებს ძალიან გაუჭირდეთ“. ზელენსკის თქმით, უკრაინული ქალაქები თანდათან თავისუფლდებიან რუსი ოკუპანტებისგან.

„ვიცი, რომ ყველას გსიამოვნებთ წაკითხვა და ახალ ამბებში ნახვა, რომ ჩვენი უკრაინული ქალაქები თანდათან თავისუფლდებიან ოკუპანტებისგან. ეს ასეა. ჩვენი შეიარაღებული ძალები, ნაციონალური გვარდია, ეროვნული გვარდია, დაზვერვა – ისინი ყოჩაღები არიან, და მადლობა მათ. კიევის ჩრდილოეთით, ჩერნიგოვოს მიმართულებით, სუმის ოლქში გრძელდება ოკუპანტების განდევნა“, – აცხადებს ზელენსკი.

მისივე თქმით, რუსი სამხედროები თავადაც აცნობიერებენ, რომ საბრძოლო მოქმედებების ისეთივე ინტენსივობით წარმოება, როგორც ეს მარტის პირველ ნახევარში იყო, არ შეუძლიათ.

ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსი სამხედროებისთვის ეს ტაქტიკის ნაწილია. ეს ყველაფერი ტყუილუბრალოდ არ ხდება. ჩვენ ვიცით მათი ჩანაფიქრი. ვიცით, რის გაკეთებას აპირებენ. ვიცით, რომ იმ მიმართულებებიდან გადიან, სადაც მათ ვურტყამთ, რათა ყურადღება გადაიტანონ სხვა უფრო მნიშვნელოვან მიმართულებებზე. იქ, სადაც შეიძლება, ჩვენ ძალიან ბევრი სირთულე შეგვხვდეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g