მიუხედავად იმისა, რომ ზღვის სეზონის დაწყებამდე თითქმის ნახევარი წელი დარჩა, ბრენდმა Victoria’s Secret უკვე წარმოადგინა ზაფხულის კატალოგი.
გადაღებები, რომლის მთავარი პერსონაჟებიც ელზა ჰოსკი, ტეილორ ჰილი, სარა სამპაიო და ჟოზეფინა სკრივერი არიან, კუნძულ ბორა-ბორაზე მიმდინარეობდა.
საცურაო კოსტიუმების ახალი კოლექცია გაყიდვაში 12 იანვრიდან გამოვა.