ამერიკულმა თეთრეულის ბრენდმა Victoria’s Secret სპეციალურად ვალენტინობის დღისთვის ყველაზე სექსუალურ „ანგელოზებთან“ ერთად სპეციალური კოლექციის ფოტოსესია წარმოადგინა.
2016 წლის სადღესასწაულო კატალოგის მთავარი გმირები გახდნენ: კენდის სვეინპოლი, სარა სამპაიო, ელზა ჰოსკი, ტეილორ ჰილი და ბეჰატი პრინსლუ.
შეყვარებულთა დღესასწაულისთვის შექმნილ კოლექციას Very Sexy ჰქვია და ხაზში ვარდისფერი, წითელი და შავი თეთრეული ფიგურირებს, ხოლო საკვანძო პრინტებად გულები და ტუჩებია გამოყენებული.