პარიზში Victoria’s Secret-ის შოუ გაიმართა, რომლის მიმართ ინტერესი წლიდან წლამდე არ კლებულობს. ჩვენების ორგანიზატორებმა მაყურებლებს იმედი არც ამჯერად გაუცრუეს და პოდიუმზე ცნობილ „ანგელოზებთან“ ერთად მსოფლიოს წამყვანი მოდელები შეკრიბეს, როგორებიც არიან: ირინა შეიკი, კენდალ ჯენერი, ბელა და ჯიჯი ჰადიდი. საღამოს მუსიკალური გამფორმებლები კი ლედი გაგა, ბრუნო მარსი და The Weeknd იყვნენ.
საღამოს განმავლობაში მუსიკოსებმა რამდენიმე ფორმა შეიცვალეს, თუმცა პოდიუმის ყველაზე ჩაცმული ქალი ლედი გაგა იყო.
განსაკუთრებული ყურადღება ბელა ჰადიდის გამოსვლაზე გაკეთდა, რომლის დროსაც სცენაზე მისი ყოფილი ბოიფრენდი, The Weeknd მღეროდა. წყვილმა ერთმანეთის შორიახლოს გულგრილად ყოფნა ვერ შეძლო და ეს მაყურებელმაც კარგად დააფიქსირა.
ბრენდის ცნობილმა მოდელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ შოუ წლის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ჩვენებაა, თავად კი უკონკურენტო ანგელოზები არიან.